ქვემო ქართლში კორონავირუსის პრევენციული რეკომენდაციები ეთნიკური უმცირესობებისთვის თარგმნეს (ვიდეო)
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების შესახებ რეკომენდაციები ასევე, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება ეთნიკური უმცირესობებისთვის აზერბაიჯანულ და სომხურ ენაზე ითარგმნა და შესაბამისი ვიდეორგოლი დამზადდა. ადმინისტრაციამ სამ ენაზე, ქართულად, სომხურად და აზერბაიჯანულად ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა.
სახელმწიფო რწმუნებულის – შოთა რეხვიაშვილის ადმინისტრაციაში აღნიშნავენ, რომ მნიშვნელოვანია ეთნიკური უმცირესობებისთვის ყველა საჭირო ინფორმაცია მარტივად ხელმისაწვდომი იყოს.