ჩოხატაურში თვითიზოლაციაში მყოფი პირების რიცხვი გაიზარდა
ჩოხატაურში კორონავირუსის საწინააღმდეგო თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა გაიზარდა. როგორც ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, ნატო ჯიბუტი “რეგიონულ კვირასთან” ამბობს, მათი რიცხვი გუშინ და დღეს გაიზარდა: “თვითიზოლაციაში მყოფი ადამიანების რაოდენობა ამჟამად არის 8, დაგვემატა გერმანიიდან და საფრანგეთიდან ჩამოსული პირები. აქამდე ჩვენთან ორი ადამიანი იყო, რომლებსაც გაუვიდათ იზოლაციის პერიოდი. ორივე მათგანი დაუბრუნდა სრულფასოვან ცხოვრებას. რაც შეეხება ამ 8 ადამიანს, ყველა მათგანი გაფრთხილებულია, მიმდინარეობს მათი კონტროლი, ყველა წესი იციან, რაც უნდა დაიცვან და ასრულებენ კიდევაც მითითებებს”,-ამბობს ნატო ჯიბუტი.
როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ამბობს, ამჟამად, არ ცერთ მათგანს ვირუსის სიმპტომები არ აქვს.