ბაღების გაერთიანებამ სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს სურსათი გადასცა

საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის 1 აპრილამდე გადადების შემდეგ, ბაღების გაერთიანებამ სასურსათო პროდუქტი სოციალურად დაუცველ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრს გადასცა.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სურსათი ცენტრს პირადად მიუტანეს. უნდა აღინიშნოს, რომ უფასო სასადილოს ფუნქციონირება არ შეჩერებულა, თუმცა შენობაში ადგილზე სადილობა აიკრძალა. ბენეფიციარებს საკვები სანიტარული ნორმების სრული დაცვით, დისტანციურ რეჟიმში, პერსონალურად მიეწოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები