ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთ პაციენტს COVID-19 არ აღმოაჩნდა

ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ხუთ პაციენტს COVID – 19 არ აღმოაჩნდა. მათ ანალიზი დღეს აუღეს. შეგახსენებთ, რომ ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული 5 მოქალაქე შეიყვანეს, რომლებსაც ტემპერატურა და სხვა საეჭვო სიმპტომი აღენიშნებოდა.

აჭარაში, 13 მარტის მონაცემებით, სულ 15 პაციენტი იყო, რომელსაც საეჭვო სიმპტომები ჰქონდა. არცერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები