მოსკოვში თვითიზოლაციაში 13 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება
მოსკოვში თვითიზოლაციაში 13 ათასზე მეტი ადამიანი იმყოფება, – განაცხადა მოსკოვის მერის მოადგილემ, ანასტასია რაკოვამ.
თუმცა, მისი თქმით, ევროპიდან ბევრად მეტი ადამიანია დაბრუნებული.
“მივმართავ, ჩვენს მოქალაქეებს თხოვნით, რომ თვითიზოლაციის რეჟიმში დარჩნენ, საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს გრძელდება”, – აღნიშნა რაკოვამ.
5 მარტს მოსკოვის მერმა, სერგეი სობიანინმა განკარგულება გასცა, რომ ადამიანები, რომლებიც კორონავირუსის მაღალი გავრცელების ქვეყნებიდან ბრუნდებიან, თვითიზოლაციას მიმართონ.
10 მარტიდან მოსკოვში, ასევე, მასობრივი ღონისძიებების გამართვაზე აკრძალვა, რომლებშიც შესაძლოა 5 ათასზე მეტი ადამიანი მონაწილეობდეს. აკრძალვა 10 აპრილამდე მოქმედებს.
მოსკოვში სულ კორონავირუსის 15 შემთხვევაა დადასტურებული.
უკანასკნელი მონაცემით, რუსეთში, ჯამურად, 45 დადასტურებული შემთხვევაა.