შალვა ნათელაშვილი: ქვეყანაში კორონავირუსი მთავრობამ შემოიტანა

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის თქმით, საქართველოში კორონავირუსი ხელისუფლებამ შემოიტანა.

როგორც მან დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სწორედ ელიტის დამსახურებაა, რომ ვირუსი ჩვენს ქვეყანაშიც დაფიქსირდა.

“მთავრობის საქმიანობას კორონავირუსის შემოტანის ხაზით ქვეყანაში დადებითად ვაფასებ, ეს ვირუსი მათ შემოიტანეს. მთელი მთავრობა “უიქენდებზე” პიცის საჭმელად დადის იტალიაში. ნახეთ, რამდენია თვითკარანტინში, რამდენი მინისტრი, მოადგილე, მინისტრის თანაშემწე და კიდევ რაც არ ვიცით. ჩვენი ინფორმაციით, კიდევ უფრო მეტია. ეს ვირუსი საწყალ და უბრალო ხალხს არ შემოუტანია, რომელიც თავის გადასარჩენად საზღვარგარეთ გაიქცა და ნამდვილად არ სცალია საქართველოში შაბათ-კვირას იაროს. ეს ვირუსი ელიტამ შემოიტანა. ჭუჭყი, მტვერი, ნაგავი და ვირუსი ამ ხელისუფლების შემოტანილია”, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები