ზაალ ანჯაფარიძე:”ქართუ ბანკის” გადაწყვეტილება, ამ მძიმე პერიოდში შეეხიდოს სახელმწიფოსა და ხალხს, მისასალმებელია
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფონდ „ქართუს” მიერ გავრცელებულ განცხადებას აფასებს, რომლის მიხედვითაც ფონდი მზადაა, კორონავირუსის გავრცელების საფრთხისგან საზოგადოების დასაცავად სახელმწიფოს ფინანსურად დაეხმაროს.
„რა სპეკულაციებიც უნდა დაიწყოს ცნობილმა შემადგენლობამ, “ქართუ ბანკის” გადაწყვეტილება, ამ მძიმე პერიოდში შეეხიდოს სახელმწიფოსა და ხალხს, არის მისასალმებელი. მარტო სესხების გადავადება არ არის საკმარისი, სხვა საფინანსო ინსტიტუტებმაც უნდა აჩვენონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მაგალითები”, – აღნიშნავს ზაალ ანჯაფარიძე.