ყაზბეგის მერიამ შშმ პირებს სამედიცინო ელექტრო სავარძელ-ეტლები გადასცა
ყაზბეგის მერიამ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს საჩუქრად სამედიცინო ელექტრო სავარძელ-ეტლები გადასცა.
ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე ზაგაშვილი, მოადგილე დავით ქირიკაშვილთან, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულ შალვა კერესელიძესთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, ოთხი შშმ პირის ოჯახს ესტუმრა და მათ საჭიროებებს გაეცნო.
როგორც ალექსანდრე ზაგაშვილმა აღნიშნა, ყაზბეგის მერია , საჭიროების შემთხვევაში, მსგავს მხარდაჭერას მომავალში სხვა პირებსაც გაუწევს და მათი პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნებს.