ჩეხეთის მთავრობამ ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოაცხადა

ჩეხეთის მთავრობამ, ევროპაში კორონავირუსის გავრცელების გამო, საგანგებო ვითარება გამოაცხადა, რომელიც ადგილობრივი დროით 14:00 ამოქმედდა.

შემზღუდავი ზომები 30 დღის განმავლობაში იქნება ძალაში.

“ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ კორონავირუსის გავრცელება შევზღუდოთ”, – განაცხადა პრესკონფერენციაზე ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა.

საგანგებო ვითარების ფარგლებში აიკრძალა: თეატრალური, მუსიკალური, კინო და სხვა სახის მხატვრული წარმოდგენები; სპორტული, კულტურული, რელიგიური, საცეკვაო და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა; გამოფენები, ფესტივალები, დეგუსტაციები. დაიხურა ბაზრობები, საგანმანათლებლო ღონისძიბები, როგორც სახელმწიფო ისე კერძო, რომელშიც 10–ზე მეტი ადამიანია შეიძლება მონაწილეობდეს.

აკრძალვა არ ვრცელდება სახელმწიფო, საკონსტიტუციო, სასამართლო და სხვა საჯარო ორგანოების შეკრებებს, რომლებიც კანონის შესაბამისად ტარდება.

მთავრობა, ასევე, კრძალავს კვების ობიექტების მუშაობას 20:00 საათიდან – 6:00 საათამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები