ევრომაიდანზე მასშტაბური აქცია გრძელდება
უკრაინაში მორიგი მაშტაბური აქცია მიმდინარეობს, მაიდანზე მიმდინარე შეკრებაზე ოპოზიციის სამომავლო გეგმებს განიხილავენ. კონკრეტულად კი, არეულობის დროს დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებას, ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირებას და პრეზიდენტ იანუკოვიჩთან კონსულტაციებს. მოლაპარაკებები ჩიხში მას შემდეგ შევიდაб რაც რადამ ამნისტიის შესახებ კანონი დაამტკიცა, რომლის თანახმადაც დაკავებულების განთავისუფლება ბლოკირებული შენობების გათავისუფლების სანაცვლოდ მოხდება. კიევში გავრცელდა ხმებიც, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელიც უკვე რამდენიმე დღეა ავადაა, რეანიმაციაში გადაიყვანეს, თუმცა ეს ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.