მდინარე სკინტავა “წითელი ნუსხის” სახეობის ნაკადულის კალმახის ლარვით დათევზიანდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების სააგენტომ საქართველოს „წითელი ნუსხის„ სახეობა ნაკადულის კალმახის 20 000-მდე ლარვა იმერეთის რეგიონში, მდინარე სკინტავას სათავეში გაუშვა. ასევე, მდინარეში ნაკადულის კალმახის ქვირითი თვალების სტატიაზე განთავსდა, რაც ველური პოპულაციის თანამედროვე მეთოდით მიღებას გულისხმობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სააგენტოს მიზანია ადამიანის მიზერული ჩარევით იშვიათი სახეობის, ნაკადულის კალმახის პოპულაციის აღდგენა ბუნებაში.

2016 წლის სექტემბრიდან ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ახალ პროექტს ახორციელებს, რომელიც საქართველოს „წითელი ნუსხის“ სახეობის, ნაკადულის კალმახის გამრავლებას ითვალისწინებს. ამ მომენტისთვის, ნაკადულის კალმახის 100 000 მდე ლარვაა მიღებული. სააგენტოს გეგმა წელიწადში ნახევარი მილიონი ლიფსიტის წარმოება და მდინარეების გათევზიანებაა.

ნაკადულის ანუ მდინარის კალმახი 2006 წელს „წითელ ნუსხაში“ მოხვდა. მინიჭებული აქვს მოწყვლადის კატეგორია. მსგავსი ტენდენცია ევროპის არაერთ ქვეყანაშია, რის გამოც პოპულაციის ხელოვნური გამრავლება და მდინარეთა დათევზიანება ხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები