სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა
სომხეთში კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა დადასტურდა, – ამის შესახებ ქვეყნის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, ორი ინფიცირებული სომხეთის 45 და 27 წლის მოქალაქეები არიან, ერთი კი იტალიის მოქალაქეა, რომელიც სომხეთში მუშაობს. ყველა მათგანი ერევანში იტალიიდან ჩავიდა.
ფაშინიანის თქმით, ამჟამად, დაავადებულთა კონტაქტების წრე დგინდება.
გარდა ამისა, სომხეთის პრემიერის თქმით, კარანტინში მყოფი 32 ადამიანი თავს კარგად გრძნობს.
სომხეთში მანამდე ვირუსის მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო დადასტურებული.