ერევანში იტალიიდან ორი თვითმფრინავი ჩავა – სომხეთის მოქალაქეებს კარანტინში მოათავსებენ
ერევნის საერთაშორისო აეროპორტში იტალიიდან ორ თვითმფრინავს ელოდებიან, რომლებიც სომხეთის მოქალაქეები იმყოფებიან. მგზავრებს, აეროპორტში დათვალიერების გავლის შემდეგ, კარანტინში მოათავსებენ.
მანამდე, სომხეთის საგარეო უწყებამ იტალიაში მყოფ მოქალაქეებს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.
“ზვარტნოცის” აეროპორტში ერთი თვითმფრინავი რომიდან, მეორე კი მილანიდან დაეშვება.
როგორც სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა, ანა ნაგდალიანმა განაცხადა, იტალიაში ქვეყნის საელჩოსთან მუდმივ კავშირზე 200 მოქალაქე იმყოფება.
სომხეთში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 1-ელ მარტს დადასტურდა.