აშშ-მა, “თალიბანთან” მიღწეული შეთანხმების ფარგლებში, ავღანეთიდან ჯარის გაყვანა დაიწყო

აშშ-მა, დაჯგუფება “თალიბანთან” 29 თებერვალს მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში, ავღანეთიდან ჯარის ნაწილის გაყვანა დაიწყო.

ამის შესახებ ავღანეთში აშშ-ის სამხედროების წარმომადგენელმა, სონი ლეგეტმა განაცხადა.

მისი თქმით, დაიწყო 8600 ათასამდე სამხედრო კონტინგენტის შემცირების პროცესი, რომელიც 135 დღეში უნდა დასრულდეს.

ავღანეთში, ამჟამად, 13 ათასამდე ამერიკელი სამხედრო იმყოფება. მათგან 8 ათასი ავღანეთის სამხედრო ძალების კონსულტირებითა და სწავლებით არის დაკავებული.

დაახლოებით 5 ათასი ანტიტერორისტულ ოპერაციებში მონაწილეობს და, შესაბამისი თხოვნის საფუძველზე, ავღანეთის არმიას სამხედრო დახმარებას უწევს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები