მსოფლიოში კორონავირუსით 3,826 ადამიანი დაიღუპა, გამოჯანმრთელდა 62,271 პაციენტი, ინფიცირებულთა რიცხვი კი 110 034-ს შეადგენს

მსოფლიოში კორნავირუსით ინფიცირებულია 110,034 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 62,271 პაციენტი.

„როიტერის“ ცნობით, ვირუსს ემსხვერპლა 3,826 ადამიანი.

სტატისიკური მონაცემების თანახმად, გამოჯანმრთელდა ინფიცირებულთა 56.6%, ხოლო გაირდაიცვალა 3.5%. ჩინეთში ინფიცირებულია 80,735 და გარდაცვლილია 3,119 ადამიანი.

ჩინეთის შემდეგ, ყველაზე მეტად დაზარალდა იტალია, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 7,375 მიაღწია, ხოლო გარდაიცვალა 366 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები