პრეზიდენტმა, სამეგრელოს რეგიონში კორონავირუსის პრევეციულ ღონისძებებთან დაკავშირებით, დეტალური ინფორმაცია მოისმინა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამეგრელოს რეგიონში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა და მათგან რეგიონში განხორციელებული სამუშაოებთან, კორონავისურის პრევეციულ ღონისძებებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი დაინტერესდა, როგორ ახდენს სამხარეო ადმინისტრაცია კორონავირუსთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირებას.

შეხვედრაზე, რომელსაც რეგიონის 8 ქალაქის მერები და ვიცემერები ესრებოდნენ, სახელმწიფო რწმუნებულმა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, ალექსანდრე მოწერელიამ პრეზიდენტს რეგიონული ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ, კორონავისურის მიუხედავად, სამხარეო ადმინისტრაცია ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობს, მიმდინარეობს ბაგა-ბაღების, სკოლებისა და საზოგადოებრივ ტრანსპორტის სადეზინფექციო სამუშაოები და ყველა იმ რეკომენდაციის გათვალისწინება, რომელიც ცენტრალური ხელისუფლებიდან მოდის.
ალექსანდრე მოწერელიას ინფორმაციით, სამეგრელოში კორონავირუსის არცერთი დადასტურებული შემთხვევა არ არის, თუმცა თვითიზოლაციაში იმყოფება იტალიიიდან ჩამოსული საქართველოს რამდენიმე მოქალაქე, მესტიაში კი – იტალიის 4 მოქალაქე.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არსებობს, თუმცა საჭიროა ყველა რეკომენდაციის დაცვა, სახელმწიფოს მხრიდან დროულად მიღებულია საჭირო ზომები.
,,მინდა, საქართველოს მოქალაქეებს გადავცეთ განწყობა, რომ ვირუსთან დაკავშირებით საჭიროა საკითხისადმი პასუხისმგებლიანი მიდგომა და სიფრთხილე, საჭიროა რეგულაციების გათვალისწინება, რაც უნდა მკაცრი იყოს ის, საჭიროა მაღალი მოქალაქეობრივი შეგნებით მივუდგეთ საკითხთს, რათა არ გავრცელდეს ვირუსი“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დღეს უკვე პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი უწყებათაშორისი საბჭოს წევრია, თუმცა იგი პირველივე დღეებიდან დეტალურ ინფორმაციას ფლობს ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით არსებული ვითარების შესახებ.
პრეზიდენტი, ასევე, დაინტერესდა, რა მდგომარეობაა რეგიონში ქალთა ძალადობის პრევენციის მიმართულებით და რა ღონისძიებები ტარდება ამ მიმართულებით სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში.
რაც ეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, ამ მიმართულებით რეგიონში მაღალი აქტივობაა. მიმდინარეობს რამდენიმე მსხვილი პროექტი, მათ შორის თანამდეროვე გამწმენდი ნაგებობის მშენელბლობა, უკვე დასრულებულია ზუგდიდის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტი, 300 -ზე მეტი შიდა გზის რეაბილიტაცია, ზუგდიდს ახალი საჭადრაკო სკოლა შეემატა, მიმდინარეობს თაეტრის მშენებლობა, რომელსაც 700 კაცზეა გათვლილი, ასევე იგეგმება ზვიად გამსახურდიას სახელობის ბიბლიოთეკის მშენებლობა დადიანების სასახლის სივრცეში, რომელიც ახალგაზრდებისათვის იქნება ის ადგილი, სადაც მათ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ექნებათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები