ავარია ცენტრალურ მაგისტრალზე იგოეთთან – არის მსხვერპლი

ავტოსაგზაო შემთხვევა ცენტრალური ავტობანის იგოეთის მონაკვეთზე რამდენიმე წუთის წინ მოხდა. სამარშუტო ტაქსი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. შეჯახების შედეგად დაშავებულები არიან მგზავრებიც. ისინი სასწრაფო-სამედიცინო  დახმარების ბრიგადამ კასპის საავადმყოფოში  გადაიყვანა.
შს სამინისტროში “რეგიონულ კვირას” განუცხადეს, რონ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276- მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები