GeoSafety სამუშაო გარემოში დეზინფექციის სამუშაოების ჩატარებას იწყებს

შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია GeoSafety უახლოე დღეებში 30-მდე საოფისე, საბანკო და სასტუმრო დაწესებულებას დეზინფექიის სამუშაოებს ჩაუტარებს.
ქვეყანაში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციების შესაბამისად GeoSafety სამუშაო სივრცეებისთვის სადიზენფიქციო მომსახურებას იწყებს, რომელიც დასაქმებულთა შეუფერხებელ მუშაობას და ვირუსის გავრცელების პრევენციას შეუწყობს ხელს. სადეზინფექციო ხსნარი არ წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე ფაქტორებს და არის თვით აორთქლებადი, რაც დეზინფექციის პროცესს ხდის მომხმარებელზე მორგებულს და დამსაქმებელს აძლევს საშუალებას, გააგრძელოს ფუნქციონირება შეფერხების გარეშე. პრემიუმ ხარისხის ხსნარი კლავს 99.99% ბაქტერიებს ყველაზე ძლიერი – ტუბერკულიოზის ჩხირის ჩათვლით. მომსახურების გაწევა შესაძლებელია მთლიანი ქვეყნის მასშტაბით.
GeoSafety არის შრომის უსაფრთხოების საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 250-ზე მეტ კომპანიას და მის საკუთრებაში მყოფ 3000-მდე ობიექტს უწევს ინსპექტირებას, რაც მთლიანობაში 25 000 -ზე მეტი ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვას მოიცავს.
შეგახსენებთ, რომ დღევანდელი მონაცემებით საქართველოში დაფიქსირებულია ინფიცირების 9 შემთხვევა. ახალი ვირუსის სიმპტომები ვლინდება 2-იდან 14 დღეში. ვირუსი ვრცელდება: ჰაერ-წვეთოვანი გზით – ხველებითა და ცემინებით, თვალზე, ცხვირზე და პირზე ხელის შეხებით, დაავადებულებთან მჭიდრო კონტაქტით და იშვიათ შემთხვევებში ფეკალიებთან კონტაქტით. ვირუსის სიმპტომებია: ცხელება, ხველა, სუნთქვის გაძნელება, მძიმე დაავადება. პრევენციის მიზნით მიზანშეწონილია გარემოს პერიოდული დეზინფექცია, ხელის დაბანა საპნითა და წყლით ან სპირტით დეზინფექცია. მსგავსი სიმპტომების მქონე ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობის შეზღუდვით, ცემინებისას და ხველებისას ერთჯერადი ცხვირსახოცისა და იდაყვის აფარებით.

​R

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები