„თალიბანსა“ და აშშ-ს შორის მიღწეული შეთანხმების შემდეგ ავღანეთში პირველი თავდასხმა მოხდა – დაღუპულია 30 ადამიანი

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში უცნობმა შეიარაღებულმა პირმა ცეცხლი გახსნა ღონისძიებაზე, რომელსაც მაღალი დონის პოლიტიკოსები ესწრებოდნენ.

დაიღუპა, სულ მცირე, 30 ადამიანი, 55 კი დაშავდა.
ქვეყნის პრემიერმინისტრი, აბდულა აბდულა არ დაშავებულა.

პოლიციის ინფორმაციით, სროლა მიმდინარეობდა ახლომდებარე მშენებარე ნაგებობიდან. ღონისძიება ეძღვნებოდა ეთნიკურად ჰაზარელი ლიდერის, აბდულ ალი მაზარის სიკვდილის 25 წლისთავს. ის „თალიბანმა“ მოკლა.

უშუალოდ „თალიბანი“, რომელმაც წინა კვირაში, 29 თებერვალს აშშ-სთან ხელი მოაწერა შეთანხმებას ავღანეთში მშვიდობის დამყარების შესახებ, უარყოფს თავის პასუხისმგებლობას ამ თავდასხმაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები