გიორგი ბაგრატიონმა საკარანტინო ზონები მოინახულა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი ბაგრატიონმა, მოადგილეებსა და თბილისის სამმართველოს ხელმძღვანელთან ერთად, კორონავირუსის საკარანტინო ზონები მოინახულა.

მთელი საქართველოს მასშტაბით, აღნიშნულ ზონებში მოქალაქეთა უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივ წესრიგს დაცვის პოლიცია იცავს. გიორგი ბაგრატიონი დაცვის პოლიციის თანამშრომლებს პირადად შეხვდა, ადგილზე არსებულ ვითარებასა და მათ სამუშაო პროცესს დეტალურად გაეცნო.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ასევე, ეწვია რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევით ცენტრსა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტს. გიორგი ბაგრატიონი ადგილზე მყოფ თანამშრომლებს გაესაუბრა. დეპარტამენტის თავმჯდომარემ მათ რისკისშემცველ ობიექტებზე ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატება უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები