Financial Times-ი: რატომ უნდა მოაწეროს ხელი აშშ-მა თბილისთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას

Financial Times-ი საქართველოსთან დაკავშირებით სტატიას აქვეყნებს, სადაც ჩამოთვლილია, თუ რატომ უნდა მოაწეროს ხელი აშშ-მა თბილისთან თავისუფალი ვაჭრობის შეთახნმებას.

ჟურნალისტის, კენეთ რაპოზას თქმით, ეს დოკუმენტი ორივე მხარისთვის მომგებიანი იქნება როგორც ეკონომიკური, ასევე – პოლიტიკური თვალსაზრისით.

“რატომ მოუნდა ყველას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება (თვშ) პატარა საქართველოსთან?

იდეა ისაა, რომ პატარა ერებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებები არ დააზარალებს „ლურჯსაყელოებიან“ მშრომელ ძალას, რადგან ამ ქვეყნებში არ მოხდება კორპორატიული რესურსების გადანაწილება, მაგალითად, ახალი საწარმოების გახსნა.

საქართველო ეხმარება ამერიკას ავღანეთში, რომლის 18-წლიანი ომის დასრულება ტრამპს სურს.

როგორც ნოემბერში ფლორიდას ყოფილმა კონგრესმენმა, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარემ, ჯეიმს ბაქუსმა Financial Times-ს განუცხადა, საქართველოსთან თავისუფალი სავაჭრო შეთახმების დადება რეგიონის სხვა ქვეყნებს დაარწმუნებს, რომ აშშ აგრძელებს იმ ავტორიტარული რეჟიმების ალტერნატივის შეთავაზებას, რომლებიც მათ გარშემო მდებარეობს და აშინებენ. ეს იყო მინიშნება რუსეთზე.
საქართველო რუსეთს ესაზღვრება. ტრამპს ურჩევნია, აწარმოოს სავაჭრო შეთანხმებები ერთი-ერთში, ვიდრე მიჰყვეს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის ნორმებს წევრ ქვეყნებს შორის ტარიფებთან დაკავშირებით. ბაქუსის თქმით, სანამ ისინი განაახლებენ მრავალმხრივი მოლაპარაკების პროცესს, მათ უნდა მიაღწიონ ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებებს ეკონომიკურად განვითარებად ქვეყნებთან, რომლებიც არიან მათი მეგობრები და, ასევე, სავაჭრო პატრიორები და საქართველო ამ სიაში უნდა იყოს.
მათი მხარდაჭერა უკავშირდება Heritage Foundation-ის Economic Freedom Index-ის სიას. ის საქართველოს ლუქსემბერგთან ერთად აყენებს. 2019 წელს ის ერთი საფეხურით წინ იყო მათზე.
საქართველოს ეკონომიკა, ძირითადად, დგას მომსახურების სფეროზე, ტურიზმზე, ნედლეულზე, ღვინოსა და მსუბუქ მეწარმეობაზე. მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის ინდექსში ის მე-7 ადგილს იკავებს, ერთით ჩამორჩება აშშ-ს, მაგრამ წინ უსწრებს დიდ ბრიტანეთს, ნორვეგიასა და შვედეთს. უკვე 6 წელია, საქართველოსა და ევროკავშირს შორის დადებულია ასოცირების შეთანხმება, რაც ნიშნავს საქონლისა და ხალხის თავისუფალ გადაადგილებას ევროკავშირსა და საქართველოს შორის. ქვეყანას უკვე აქვს თავისუფალი სავჭრო შეთანხმებები ჩინეთსა და თურქეთთან.
კიდევ ერთი მიზეზი, რატომაც უნდა გააფორმოს აშშ-მა საქართველოსთან თვშ, სწორედ ჩინეთთან დადებულია თვშ
იდეა გაჩნდა ვაშინგტონის გონებრივ ცენტრებში და გადაინაცვლა კონგრესის ოფისებში 2015 წელს, ობამას ადმინისტრაციის დროს. ამას უფრო მეტი ბიძგი მისცა რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიების ანექსიამაც. საქართველოსთან თვშ-ის დადება განიხილებოდა, როგორც ჭკვიანური ნაბიჯი როგორც პოლიტიკურად, ასევე – კომერციული უსაფრთხოების გასამტკიცებლად და ამერიკული ბიზნესის შესაძლებლობებისთვის.
„პრეზიდენტ ტრამპის დროს დავინახეთ შესაძლებლობა, რომ საქართველოს ეკონომიკა მეტად შეესაბამებოდეს თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს სავაჭრო შეთანხმების მეშვეობით“, – განაცხადა გიორგი ციკოლიამ, მისიის ხელმძღვანლის მოადგილემ საქართველოს საელჩოში და ქვეყნის მეორე პირი ვაშინგტონში. მისივე მტკიცებით, სავაჭრო შეთანხმება წაადგება ორივე ქვეყნის ბიზნესებს და ამერიკული კომპანიებისთვის უფრო ხელმისაწვდომს გახდის ევრაზიის 8 ქვეყნის ბაზარს, რომელსაც არ აქვს ზღვისკენ გასასვლელი, მათი სამომხმარებლო ბაზარი კი, ჯამურად, 2 მილიარდ ხალხს მოიცავს.
2018 წლის მაისში გამოქვენებულმა PwC-ის კვლევამ განაცხადა, რომ საქართველოში აშშ-ის ექსპორტი, დაახლოებით, 20%-ით გაიზრდებოდა სამი წლის განმავლობაში, თუკი შეთანხმება დაიდებოდა. სავაჭრო ბრუნვა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო შეთანხმების პირობებში 515 მილიონი დოლარით გაიზრდებოდა 2023 წლისთვის, რაც დიდ გავლენას მოახდენს აშშ-ის ექსპორტზე.
ციკოლიას თქმით, 270-ზე მეტი ამერიკული კომპანია უკვე საქართველოშია, განსაკუთრებით – ტურისტულ სფეროში, ენერგეტიკისა და საპორტო ლოჯისტიკის სფეროებში.
Heritage Foundation-ის საგარეო პოლიტიკის კვლევათა დირექტორის, ლუკ კოფის თქმით, სავაჭრო შეთანხმება წააქეზებს უფრო მეტ უცხოელ ინვესტორს, წამოვიდეს საქართველოში. ის ფიქრობს, რომ სავაჭრო შეთანხმება ორივე მხარისთვის მომგებიანია. ერთი მხრივ, ის გააძლიერებს აშშ-ის პოზიციას რეგიონში, მეორე მხრივ, დაეხმარება საქართველოს, განავითაროს თავისი ეკონომიკა, რათა ის მიუახლოვდეს დასავლური კაპიტალიზმის დემოკრატიების სტანდარტს.
2015 წელს საქართველომ აშშ-დან 340 მილიონი დოლარის საქონლის იმპორტი განახორციელა, 2019 წლისთვის ეს მაჩვენებელი 768 მილიონამდე გაიზარდა. აშშ-მა საქართველოდან 152 მილიონი დოლარის საქონლის იმპორტი განახორციელა წინა წელს, რაც 2015 წლის მაჩვენებელს – 181.1 მილიონ დოლარს ჩამორჩება.
აშშ-ს აქვს გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები 11 უფრო პატარა ქვეყანასთან.
წინა წელს აშშ-მ 14.3 მილიარდი დოლარის ღირებულის საქონლის ექსპორტი განახორციელა ისრაელში, 2018 წელს – 13.7 მილიარდი დოლარის. ძირითადად, ეს ეხება სოფლის მეურნეობას. აშშ-ზე მიდის ისრაელის ექსპორტის, დაახლოებით, 37%. ისრაელი, ასევე, მეტ ექსპორტს ახორციელებს აშშ-დან, ვიდრე – სხვა ქვეყნებიდან.
მორიგი პარტნიორია მოროკო, რომელსაც აშშ-მ 3.4 მილიარდი დოლარი გადაუხადა, 2018 წელს – 3 მილიარდი. იმპორტმა, როგორც 2018, ასევე 2019 წლებში 1.5 მილიარდი დოლარი შეადგინა.
მორიგი პარტნიორია იორდანია, იქ განხორიცელებული ექსპორტი 1.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა 2019 წელს, 2018 წელს კი – 1.5 მილიარდს. რაც შეეხება იმპორტს – ის 2.1 მილიარდ დოლარს შეადგენდა 2019 წელს, აშშ იორდანიისთვის ნომერ პირველი საექსპორტო ბაზარია.
საქართველოსთვის აშშ-დან განხორციელებული იმპორტი მთელი ბრუნვის 2.6%-ს შეადგენს, ჩინეთიდან კი – 9.4%-ს. რაც შეეხება ექსპორტს – აქ 4.5% 6.5%-ის წინააღმდეგ ჩინეთის სასარგებლოდ. საგარეო პოლიტიკის ექსპერტთა თქმით, საქართველოსთან თვშ აშშ-ს უფრო „რბილი ძალით“ უზრუნველყოფს ასეთ მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ რეგიონში.
ტრამპის პრეზიდენტობის ბოლო წლებში ევროკავშირი და იაპონია აქტიურად მუშაობენ ახალი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებზე. მათ იციან, ტრამპს ტარიფების დაწესება უყვარს და არაა მსოფლიოს სავაჭრო ორგანიზაციის წესების მოყვარული.
„ახლახან გადავხედეთ სავაჭრო ხელსეკრულებებს“, – განაცხადა ტორი სმითმა, სავაჭრო ეკონომისტმა Heritage Foundation-დან. მაგრამ, ახალი ბაზრების გახსნის კუთხით, ჩვენ ტრამპთან ამას არ მივაღწიეთ ჯერ. ბევრი შეიძლება, გაკეთდეს. საქართველო ჩვენს სიაშია, როგორც ფართომასშტაბიანი თვშ იაპონიასთან“, – განაცხადა მან და დაამატა ევროკავშირი, კენია, ინდოეთი და შვეიცარია ამ სიაში, თუკი ტრამპს მეორედ აირჩევენ პრეზიდენტად.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები