ირაკლი რუხაძე: “იმედი” იყო ძლიერი, ლაპარაკობდა ისეთ რაღაცებს, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას არ მოსწონდა და იმის მაგივრად, რომ სიტყვას სიტყვით დაპირისპირებოდნენ – ძალით დაუპირისპირდნენ
„იმედი” იყო ძლიერი, ლაპარაკობდა ისეთ რაღაცებს, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას არ მოსწონდა და იმის მაგივრად, რომ სიტყვას სიტყვით დაპირისპირებოდნენ, სიტყვას ძალით დაუპირისპირდნენ,”- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ მფლობელმა, ირაკლი რუხაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.
მისივე თქმით, თავისუფალი სიტყვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ამ ქვეყანას დღეს აქვს.
„იმედი” იყო ძლიერი, ლაპარაკობდა ისეთ რაღაცებს, რომელიც მაშინდელ ხელისუფლებას არ მოსწონდა და იმის მაგივრად, რომ სიტყვას სიტყვით დაპირისპირებოდნენ, სიტყვას ძალით დაუპირისპირდნენ. რადგან სიტყვით ვერ დაამარცხეს, გადავიდნენ სხვა მეთოდებზე. ეს იყო წარმოუდგენლად ცუდი დღე „იმედისთვის“ და ყველა ჩვენგანისთვის. მე მგონია, რომ ბადრი პატარკაციშვილი გარდაიცვალა 7 ნოემბრის გამო. ის იყო 52 წლის, ჩემზე უმცროსი იყო, ბევრი რაღაც მოხდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამან მოკლა ის. ის მოკლა და დანარჩენები – ყველა სხვადასხვანაირად გაგვანადგურა. რაც მოხდა საქართველოში ეს იყო თავისუფალი სიტყვის ჩახშობა, რასაც მოჰყვა ყველა სხვა რაღაცის ჩახშობა. ყველაფერი რომ ჩაახშეს, მერე რა გააკეთა იმ მთავრობამ, ვიცით – 300 000 კაცის დაჭერა, ბავშვიან, მოხუციან, ქალიანად, 10% მოსახლეობის მოახვედრეს ციხეში. ომი დაიწყო 2008 წელს, მე გამოვდივარ ტალიავინის დასკვნიდან, რომელსაც იმ მთავრობამ ხელი მოაწერა და უამრავი უბედურება დაემართა ჩვენს ქვეყანას, იმის გამო რომ თავისუფალი სიტყვა ჩაახშეს. თავისუფალი სიტყვა არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მონაპოვარი, რაც ამ ქვეყანას დღეს აქვს, ეს ქართველი ხალხის წარმოუდგენელი მონაპოვარია, რის გამოც უამრავი რაღაც ამ ქვეყანაში ვერ მოხდება. რაღაცები რომ მოხდეს, ჯერ ჩვენ უნდა ჩაგვახშონ“, – განაცხადა რუხაძემ.