შალვა პაპუაშვილი: დადასტურდა, რომ ყალბი დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით ფინანსდებოდა დონორების მხრიდან

„დადასტურდა, რომ ყალბი დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით ფინანსდებოდა დონორების მხრიდან“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა უცხოურ დაფინანსებაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ ყველაფერში დამნაშავე არიან თავად ის დონორები, რომლებმაც რეპუტაცია შეილახეს იმით, რომ აღმოჩნდა, რომ აქციების დროს, მაგალითად, დეკემბერში პოლიციისთვის წინააღმდეგობის გასაწევ აღჭურვილობას ევროკავშირის ფულით ყიდულობდნენ NGO-ები და აძლევდნენ აქციის მონაწილეებს. დადასტურდა, რომ დეზინფორმაცია და პროპაგანდა ფინანსდება უცხოური გრანტებით. დადასტურდა, რომ ყალბი დასკვნები არჩევნებთან დაკავშირებით ფინანსდებოდა დონორების მხრიდან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები