დავით მათიკაშვილი – რამდენიმე სენატორისა და კონგრესმენის წერილზე: აქამდეც მოგვისმენია სუბიექტურად განწყობილი ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით, ისეთი განცხადებები, რომელიც რეალურად არ შეიცავს სიმართლეს და წარმოადგენს ძალმომრეობას ჩვენს საზოგადოებაზე
„ აქამდეც მოგვისმენია სუბიექტურად განწყობილი ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით, ისეთი განცხადებები, რომელიც რეალურად არ შეიცავს სიმართლეს და წარმოადგენს ძალმომრეობას ჩვენს საზოგადოებაზე,”- ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა ამერიკელი კანონმდებლების წერილზე საუბრისას განაცხადა.
„ჩვენ აქამდეც მოგვისმენია სუბიექტურად განწყობილი ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები საქართველოსთან მიმართებით, ისეთი განცხადებები, რომელიც რეალურად არ შეიცავს სიმართლეს და წარმოადგენს ძალმომრეობას ჩვენს საზოგადოებაზე. ის რაც იყო რეალობა სუს-მა აღნიშნა და მას არ აქვს შემხებლობა საპენსიო თანხებთან; ეს არის ენჯეო სექტორისთვის განკუთვნილი თანხები. აქაც ჩანს, რომ სუბიექტურად განწყობილი ამერიკელი კონგრესმენები რეალობისგან მოკლებული ეგრეთ წოდებული ფაქტებით ცდილობენ საზოგადოების მოტყუებას“, – განაცხადა მათიკაშვილმა.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ამერიკელი კანონმდებლების წერილს საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის განცხადება, რომ თითქოს მან აშშ-ის მთავრობა რევოლუციის წაქეზებაში დაადანაშაულა საგარეო სამსახურის თანამშრომლებისთვის ანაზღაურების გადახდით.