მიხეილ ყაველაშვილი – „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ეს ის ძალაა, რომელიც სჩადიოდა დანაშაულს, არეკეტებდა ბიზნესს, ართმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, იჭრებოდა ტელევიზიებში – ამ ყველაფრის სათავეში იყო ყოფილი პრეზიდენტი

„ეს ის ძალაა, რომელიც სჩადიოდა დანაშაულს, არეკეტებდა ბიზნესს, ართმევდა ადამიანებს სიცოცხლეს, წაართვეს ბიზნესი, ტელევიზიებში იჭრებოდნენ ძალადობით. ეს ფაქტებია. ამ ყველაფრის სათავეში ვინც იყო, ყოფილი პრეზიდენტი, ბატონი სააკაშვილი ვხედავთ, რომ არ იცვლება,“ – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილს დღეს ძალაუფლება არ გააჩნია, თორემ უარესს გააკეთებდა.

„რა განცხადებებს აკეთებს, იგივე დამოკიდებულებით საუბრობს. მას ძალაუფლება არ გააჩნია, თორემ დღეს უარესს გააკეთებდა. როგორ გაყო, წითელი ხაზი გაუსვა და პირდაპირ განაცხადა, რომ ამ ადამიანებთან ჩვენ საერთო ვერ გვექნებაო. ანუ, ის იგივე გზას აგრძელებს. პირდაპირ ანადგურებდნენ ოჯახებს და ეს დამოკიდებულება არ შეცვლილა. ნაცვლად იმისა, რომ ამდენი ხნის განმავლობაში რაიმე გაეაზრებინა, ბოდიში მოეხადა იმ ოჯახებისთვის, რომლის წევრებიც ქუჩაში ჩაცხრილეს, ეს ადამიანი არ იცვლება. პირდაპირი მნიშვნელობით ფაშისტები არიან, როცა ასეთი ნიშნით ჰყოფ ადამიანებს და მოუწოდებ, რომ მათთან ერთად ცხოვრება შეუძლებელია.

7 ნოემბრის შემდეგ მათ გონებაში არაფერი შეცვლილა, სინანულსაც კი გამოთქვამენ, რომ ბოლომდე როგორ არ მიიყვანეს ეს და არ ჩახოცეს ოპოზიცია და ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ იყო. ხომ გახსოვთ შაჰინმა რა თქვა – ჩვენ ვაიძულეთ სააკაშვილს გადამდგარიყოო. ის იჯდა და ფიქრობდა, როგორ ჩაეხშო სისხლში მაშინდელი გამარჯვება ოპოზიციის“, – აღნიშნა ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს: „არანაირი ერთი საქართველო აღარ არსებობს. არის ორი ცივილიზაციურად გაყოფილი საქართველო“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები