თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის ელჩთან დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში თურქმენეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, დოვლეტმირატ სეიტმამედოვთან. შეხვედრა თურქმენეთის მხარის ინიციატივით გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და თურქმენეთს შორის სხვადასხვა სფეროში არსებული მჭიდრო და ნაყოფიერი თანამშრომლობა.
სახელმწიფო მინისტრმა მადლიერება გამოხატა თურქმენეთის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
მხარეები შემდგომ მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.