ჩხოროწყუ-წალენჯიხის საზღვარზე ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია

ჩხოროწყუ- წალენჯიხის საზღვარზე, 20 ჰექტრამდე ეკალ-ბარდებს ცეცხლი უკიდია.

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერის დავით გოგუას განცხადებით, ხანძარი დღის მეორე ნახევარში გაჩნდა.

მისივე ინფორმაციით, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ღამით ცუდი ხილვადობის გამო შეჩერდა. გოგუას განმარტებით, მთელი ღამის განმავლობაში უსაფრთხოების და მონიტორინგის მიზნით, ერთი ეკიპაჟი ადგილზე დარჩება.

“ცეცხლის ქრობის სამუშაოები დილიდან განახლდება . ხანძარი ეკალ-ბარდებს დღისით გაუჩნდა. ამ ეტაპზე დაახლოებით 20 ჰექტარ ფართობს უკიდია ხანძარი”- განაცხადა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერმა დავით გოგუამ.

ჩხოროწყუს მერის განმარტებით, მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება და ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები დილიდან განახლდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები