უკრაინის რადამ ახალი მთავრობა დაამტკიცა
უკრაინის რადამ, პრემიერ-მინისტრის პოსტზე დენის შმიგელის დანიშვნის შემდეგ, ახალი მთავრობა დაამტკიცა.
ახალ კაბინეტში ადგილები შეინარჩუნეს შს მინისტრმა არსენი ავაკოვმა, იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადისლავ კრიკლიმ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ, რიგგარეშე სხდომაზე, ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დენის შმიგალი დაამტკიცა. შმიგალმა დღესვე რადას მინისტრთა ახალი კაბინეტი წარუდგინა.