კახეთში, კორონავირუსის საფრთხის გამო, თვითიზოლაციაში 12 ადამიანი იმყოფება
კახეთის რეგიონის მასშტაბით, კორონა ვირუსის სავარაუდო გავრცელების საფრხის თავიდან აცილების მიზნით, თვითიზოლაციაში 12 ადამიანი იმყოფება.
დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციით, თვითიზოლაციაში მყოფი ადგილობრივები იტალიასა და ჩინეთში იმყოფებდნენ, რის გამოც მათი თვითიზოლაცია გახდა აუცილებელი. აღსანიშნავია, რომ მათ მომატებული ტემპერატურა არ აღენიშნებოდათ.
როგორც “რეგიონულ კვირას” დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განუმარტა, მათი საინკუბაციო პერიოდი 14 დღეს მოიცავს.
“რადგან მოქალაქეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებათ. უბრალოდ, მათი თვითიზოლაცია, ამ ეტაპისთვის, აუცილებელია”, – განმარტა ნელი ხიზანიშვილმა.
დღეის მონაცემებით, რეგიონში თვითიზოლაციაში მყოფი პირებიდან გურჯაანში-3, თელავში-3, სიღნაღში-2, ლაგოდეხში-2 და ახმეტაში 1 ადამიანი იმყოფება.