თენგიზ შარმანაშვილი – საფრანგეთის ელჩისა და სერგი კაპანაძის შეხვედრაზე: არავითარი ფარული ურთიერთობა არ შეიძლება არსებობდეს არასამთავრობო ორგანიზაციას და ელჩს შორის
„არავითარი ფარული ურთიერთობა არ შეიძლება არსებობდეს არასამთავრობო ორგანიზაციას და ელჩს შორის,“ – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა საფრანგეთის ელჩისა და სერგი კაპანაძის შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
„როდესაც არც ერთი მხარე ამის შესახებ ინფორმაციის გაცემას არ აპირებს, რა თქმა უნდა ეს არ არის სწორი ურთიერთობები. გაასაჯაროვა მარტა კოსმა, – ვეძებთ გზებს როგორ ავუაროთ ქართულ კანონმდებლობას გვერდი, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები დავაფინანსოთო. ასეთ ფონზე, ასეთი ტიპის შეხვედრები საჯარო და გაცხადებული უნდა იყოს“, – აცხადებს შარმანაშვილი.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, საკუთარ სახლში ოპოზიციის მასპინძლობის შემდეგ, საფრანგეთის ელჩმა ოლივიე კურტომ ამჯერად საელჩოში სერგი კაპანაძე მიიღო.