შალვა პაპუაშვილი – არასრულწლოვანთა შესახებ გერმანული კანონის ანალოგზე: 14 წლის ასაკამდე მოზარდების დასჯა კი არა, მათი ქცევის გამოსწორება უნდა მოხდეს

„14 წლის ასაკამდე მოზარდების დასჯა კი არ უნდა მოხდეს, არამედ უნდა მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება,“ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, მომრავლდა შემთხვევები, როდესაც 14 წლამდე ასაკის მოზარდები ჩართული არიან ისეთ ქმედებებში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

„სამწუხაროდ მომრავლდა შემთხვევები, როდესაც 14 წლამდე ასაკის მოზარდები ჩართული არიან ისეთ ქმედებებში, რომელიც დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. სავარაუდოდ, ეს არის ზრდასრული ადამიანებისგან წაქეზებით, რომელზეც ასევე მუშაობენ სამართალდამცავი ორგანოები, რომ ასეთი ორგანიზება და წაქეზება არ ხდებოდეს, მაგრამ გამოწვევა სახეზეა. არიან არასრულწლოვნები რომელსაც რამდენიმე ათეული ამგვარი დანაშაული ჩადენილი აქვთ და გამომდინარე იქიდან რომ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დგება 14 წლის ასაკამდე, დაუსჯელად ხდება მოქალაქეების თუ სხვადასხვა ბიზნესის წინააღმდეგ მიმართული ასეთი ქმედებები. რა უნდა გაკეთდეს იმისთვის რომ ასეთი რამ არ ხდებოდეს და დაცული იყოს ჩვენი საზოგადოება მათ შორის არასრულწლოვანების მიერ ჩადენილი დანაშაულით – აქ ჩვენ წავედით იმ გზაზე, რომ ავირჩიეთ ყველაზე გამოცდილი ვერსია, გერმანული ვერსია, რომელიც გულისხმობს, რომ 14 წლის ასაკამდე მოზარდების არა დასჯა, არა სისხლის სამართლებრივი დევნა უნდა მოხდეს, არამედ უნდა მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება და მზრუნველობის პროგრამების მეშვეობით მათი დაბრუნება სოციალურად გამართულ კალაპოტში. სწორედ ამას ისახავს მიზნად ეს რეფორმა, რომ უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვიზრუნოთ არასრულწლოვნებზე და გამომდინარე იქიდან, რომ რადგან 14 წლამდე ასაკის კონკრეტული მოზარდები ჩადიან ამგვარ დანაშაულებს, სახეზეა რომ სავარაუდოდ, ოჯახური გარემო, სოციალური გარემო, სადაც ისინი იმყოფებიან, ვერ უზრუნველყოფს პრევენციას მათი მხრიდან დანაშაულის ჩადენისა, ამიტომ, სახელმწიფო მულტიფუნქციური მიდგომით, სადაც ჩართულები არიან როგორც სოციალური მუშაკები, ისე ფსიქოლოგები და სხვა შესაბამისი პროფილის წარმომადგენლები, იზრუნებს იმაზე, რომ მოხდეს მათი ქცევის გამოსწორება და მეორე მხრივ საზოგადოებას უსაფრთხოების უზრუნველყოფა“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, ბავშვების მიერ დანაშაულის ჩადენის გაზრდილ მაჩვენებლებს პარლამენტი საკანონმდებლო ცვლილებებით პასუხობს. საქართველოში გერმანული კანონის ზუსტი ანალოგი იმოქმედებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები