ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან

20 და 21 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შეხვედრა გამართა საქართველოს სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებთან და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებთან.

სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე ეროვნული უმცირესობების წინაშე არსებული პრობლემები, სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიში და სახალხო დამცველის აპარატის მთავარი მიგნებები განიხილეს.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა ისაუბრეს ეროვნული უმცირესობების ინტეგრაციასა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესში მონაწილეობაზე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა წვდომაზე განათლებაზე – ბილინგვური განათლების დანერგვის პროცესში არსებულ გამოწვევებზე ადრეული და სკოლამდელი განათლების, ასევე ზოგადი განათლების ეტაპზე. ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ენის სწავლების პოპულარიზაციაზე, უმაღლეს განათლების, ჯანმრთელობის დაცვის სერვისებსა და მედიის ხელმისაწვდომობაზე. განიხილეს ასევე, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელი პატიმრების უფლებრივი მდგომარეობა.

შეხვედრის ფარგლებში სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წევრებმა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებმა სახალხო დამცველის აპარატს მიაწოდეს ინფორმაცია ეროვნული უმცირესობების წინაშე არსებული გამოწვევების და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლების ხედვის შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები