შალვა პაპუაშვილი: როდესაც უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა აქ პოლიტიკური ხელისუფლება შეცვალოს ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ მტრული საქმიანობა

,,როდესაც უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა აქ პოლიტიკური ხელისუფლება შეცვალოს ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა IPP-ის წერილთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, IPP-თან ღიად თანამშრომლობენ და შეხვედრებს მართავენ რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები და „ენჯეოები“, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მათ მტრულ განწყობას საქართველოს წინააღმდეგ.

„ყველამ იცის, რომ რა თქმა უნდა ტყუილია და ეს დადასტურდა არაერთხელ იმ ისტერიის ფონზე, რომელიც უკრაინაში ომის დაწყების დღიდანვე დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ. მოუწია თვითონ ეღიარებინა შემდეგ ევროკავშირს, რომ ერთი ფაქტიც ვერ ნახეს, რომ საქართველოს ტერიტორია გამოყენებული იყო სანქციების გვერდის ავლისთვის. არადა, როგორც მოსაზღვრე ქვეყანას და სახელმწიფოს, რა თქმა უნდა არსებობს იმის რისკი, რომ ვიღაცამ შეეცადოს კონტრაბანდულად საქმიანობას. იმდენად აწყობილი არის კონტროლის სისტემა, რომ ერთი ფაქტიც ვერ გამოვლინდა. ანუ ეს არის ტყუილი. მეორე, რატომ უნდა IPP-ის ამგვარი ტყუილის გავრცელება საქართველოსთან დაკავშირებით, ესეც მე მგონი ცხადია. იმისთვის, რომ საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი თავს მოახვიონ ქვეყანას. მოიყვანონ მარიონეტული „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში.
შესაბამისად, როდესაც უცხო პოლიტიკური ორგანიზაცია ცდილობს საქართველოს წინააღმდეგ ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა აქ პოლიტიკური ხელისუფლება შეცვალოს ეს არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა.

IPP-ზე, როდესაც ვსაუბრობთ ფაქტია, რომ ახლახან „ნაციონალური მოძრაობის“ ხელმძღვანელობა იმყოფებოდა საზღვარგარეთ, სადაც მათთანაც ჰქონდათ შეხვედრები. დიდი ალბათობით მათი მონაწილეობით არის ამგვარი წერილი და მიმართვა შედგენილი. შესაბამისად, თუ კი ეს წერილი არის საქართველოს წინააღმდეგ მტრული საქმიანობა გამოდის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და ის ხალხი ვინც ამაში ჩართული იყვნენ – „ენჯეოები“ მათ შორის, რომლებიც თავს იწონებენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მუშაობენ არის საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში დახმარება. სხვათა შორის რამდენიმე ასეთი მუხლი წაყენებული აქვს რამდენიმე პოლიტიკოსს რადიკალური ოპოზიციიდან. აი, ასეთი ფაქტები, ხომ თავად აჩვენებენ საზოგადოებას, რომ საქართველოს წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში ეხმარებიან უცხო ძალებს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები