რუსეთმა, კორონავირუსის გამო, ქვეყნიდან ნიღბების გატანა აკრძალა

რუსეთის მთავრობამ, კორონავირუსის გამო, 2020 წლის 1-ელ ივნისამდე აკრძალა ქვეყნიდან სამედიცინო პროდუქციის გატანა, მათ შორისაა ნიღბები, რესპირატორები, სახვევები, ბამბა და ქიმიური დამცავი ტანსაცმელი.

ასეთი ზომები მიიღეს „რუსეთის მოქალაქეების ინტერესთა დაცვის მიზნით“.

აღნიშნული დადგენილება, პროდუქციის სრული ჩამონათვლით, გამოქვეყნებულია მინისტრთა კაბინეტის საიტზე.

აკრძალვა არ ეხება სხვა ქვეყნების ჰუმანიტარულ დახმარებას. დასაშვებია ერთჯერადი მოხმარების ნივთების გატანა პირადი მიზნებისთვის.
ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში Covid-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 93.160-ს შეადგენს, დაღუპულია 3.198 ადამიანი, განიკურნა 50.690 პირი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები