პუტინი ყირიმის ანექსიის დღეს საკონსტიტუციო შესწორებათა პროექტს ხელს მოაწერს
რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი საკონსტიტუციო შესწორებათა პროექტს ხელს მოაწერს 18 მარტს – ყირიმის ანექსიის დღეს. ამის შესახებ Интерфакс-ს განუცხადა წყარომ სამუშაო ჯგუფიდან, რომელიც შესწორებათა შემუშავების პროცესშია ჩართული.
„აღნიშნულ თარიღს – ყირიმის რუსეთთან გაერთიანების დღეს, აქვს სიმბოლური დატვირთვა“, – აღნიშნა წყარომ.