თინა ბოკუჩავა: “ნაციონალური მოძრაობა” ნებისმიერ ბარიერს გადალახავს
“თუ მისაღებია 40%-იანი პრინციპი, თარგმნონ კონკრეტულ ციფრებში, რაც იქნება ან 125/25-ზე ან 130/20-ზე, დადონ ეს მოლაპარაკების მაგიდაზე და, ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურ მოქნილობას გამოვიჩენთ”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თინა ბოკუჩავამ საარჩევნო სისტემაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, “ნაცმოძრაობისთვის” ნებისმიერი ბარიერი მისაღებია.
“თუ მისაღებია 40%-იანი პრინციპი, თარგმნონ კონკრეტულ ციფრებში, რაც იქნება ან 125/25-ზე ან 130/20-ზე, დადონ ეს მოლაპარაკების მაგიდაზე და, ბუნებრივია, ჩვენ მაქსიმალურ მოქნილობას გამოვიჩენთ.
“ნებისმიერ ბარიერს გადალახავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ეს საკითხი უფრო მნიშვნელოვანია პატარა პარტიებისთვის და ამიტომ ჩვენ, ბუნებრივია, ვიზიარებთ პატარა პარტიების პოზიციას და მზად ვართ, რომ ამ თვალსაზრისითაც წავიდეთ დათმობაზე. ნებისმიერი ბარიერი, 0%,1%, 5%, 10% “ნაციონალური მოძრაობისთვის არის მისაღები”, – აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.