არჩილ ჯაფარიძემ და გოჩა ენუქიძემ მრავალშვილიან დედასა და მინდობით აღმზრდელ მეურვეს დედის დღე მიულოცეს
რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოჩა ენუქიძემ და მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ, დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მრავალშვილიან დედასა და ცაგერის მუნიციპალიტეტში მინდობით აღმზრდელ მეურვეს დედის დღე მიულოცეს.
სოფო დაშნიანი ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟახუნდერში ცხოვრობს და 7 შვილი ჰყავს. ნატო ბიბილეიშვილი ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ოყურეშში 3 ბავშვის მინდობით აღმზრდელი მეურვეა.
რეგიონის ხელმძღვანელებმა მათ ჯანმრთელობა, დღეგრძელობა და ბედნიერება უსურვეს.