არჩილ ჯაფარიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრები გამართა (ვიდეო)
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის მხარის რწმუნებულმა, არჩილ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტებში კორონავირუსის წინააღმდეგ გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით, საინფორმაციო შეხვედრები გამართა და არსებულ მდგომარეობას ადგილებზე გაეცნო.
ცაგერსა და ლენტეხში არჩილ ჯაფარიძე მუნიციპალიტეტების მერებს,მერის მოადგილეებს, საკრებულოს თავმჯდომარეებსა და სხვა იმ პასუხისმგებელ პირებს შეხვდა, რომლებმაც კორონავირუსთან საბრძოლველად პრევენციული ღონისძიებები უნდა გაატარონ.
როგორც მხარის რწმუნებულმა “რეგიონულ კვირასთან” საუბარში განაცხადა, ამბროლაურის, ონის, ცაგერისა და ლენტეხის მუნიციპალიტეტები სრულ მზადყოფნაში არიან ღონისძიებების გასატარებლად.
“შესაბამის სამსახურებს მიეცათ დავალება, რომ უკვე დღეიდან, დაიწყება სამუშაოები, მოხდება სკოლების , საბავშვო ბაღების, ტრანსპორტის საშუალებების დამუშავება”,- განაცხადა რწმუნებულმა.