მამუკა სალუქვაძე: ლანძღვა-გინება, რომ გვეხერხება ფაქტია, მაგრამ წესიერმა ადამიანმა ალბათ მადლობის თქმაც უნდა იცოდეს, უდიდეს მადლობას ვუძღვნი მათ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული
როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, სოლიდარული ვარ და უდიდეს მადლობას ვუძღვნი მათ, ვინც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული, – ამის შესახებ ურბანისტი, მამუკა სალუქვაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, წესიერმა ადამიანმა მადლობის თქმაც უნდა იცოდეს მათ მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
“როგორც საქართველოს ერთი რიგითი მოქალაქე, სოლიდარული ვარ და უდიდეს მადლობას ვუძღვნი მათ, ვინც ჩართულია კორონავირუსთან ბრძოლაში: მთელს მედპერსონალს, მესაზღვრეებს, მებაჟეებს, ე.წ. ლუგარის ლაბორატორიისა და ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელებსა და თანამშრომლებს, საკარანტინო სივრცეების მართვის პერსონალს და ა.შ. განსაკუთრებული მადლობა ბატონ ამირან გამყრელიძეს, ბატონ პაატა იმნაძეს და ბატონ თენგიზ ცერცვაძეს (არ მინდა ვინმე გამომრჩეს). ლანძღვა-გინება, წყევლა-კრულვა, დაცინვა და სარკაზმი რომ გვეხერხება ეს ფაქტია, მაგრამ წესიერმა ადამიანმა ალბათ მადლობის თქმაც უნდა იცოდეს მათ მიმართ, ვინც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, დღეს და ღამეს ასწორებს ჩვენი, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის”, – წერს სალუქვაძე.