კახეთში კორონავირუსთან დაკავშირებით საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა
კახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, კორონავირუსთან დაკავშირებით, რეგიონში შექმნილი საკოორდინაციო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. ჯგუფის წევრებმა, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებით, ჯანდაცვისა და საგანმანათლებლო ორგანიზაციების წევრებით არის დაკომპლექტებული, საგაზაფხულო არდადეგების პერიოდში, სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებებში სადეზინფექციო ღონისძიებების ეტაპობრივად ჩატარების შესახებ იმსჯელეს.
როგორც შეხვედრაზე აღნიშნა, საკარანტინო სივრცე უკვე მოძიებულია და საჭიროების შემთხვევაში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება.
შეხვედრის ფარგლებში, ასევე აღინიშნა, რომ სამთავრობო უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, კახეთის რეგიონში, თავშეყრის ადგილების თავიდან აცილების მიზნით, 3 და 8 მარტის მასშტაბური, სადღესასწაულო ღონისძიებები არ ჩატარდება.