ანრი ოხანაშვილი: ეს ადამიანები ბიბლიოთეკაში ხსნიან შტაბს, ხოლო მათი პროპაგანდა ისევ ძალადობრივი და რევანშისტული იქნება

ეს ადამიანები ბიბლიოთეკაში ხსნიან შტაბს, ხოლო მათი პროპაგანდა ისევ იქნება ძალადობრივი და რევანშისტული, – ასე ეხმაურება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში საარჩევნო შტაბის გახსნას.

მისი თქმით, მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროს თითქოს დემოკრატიული ნაბიჯები იდგმებოდა, თუმცა რეალურად ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა.

„საინტერესოა, ამ ბიბლიოთეკაში წიგნები, ის დასკვნები და რეკომენდაციები თუ უდევთ, რომელიც თავის დროზე შეიმუშავა სახალხო დამცველმა, პარლამენტმა, საერთაშორისო პარტნიორებმა იმის თაობაზე, რომ მათ ჰყავდათ 300 ათასზე მეტი პრობაციონერი, 23 ათასამდე პატიმარი და ა. შ. საინტერესოა, ასეთი ინფორმაცია თუ მოიძებნება ამ ბიბლიოთეკაში იმიტომ, რომ ეს ადამიანები ერთს ამბობენ და მეორეს აკეთებენ. ასე იყო მათი ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც, როცა მათი სტრატეგია აგებული იყო პროპაგანდაზე, თითქოს დემოკრატიული ნაბიჯები იდგმებოდა, თუმცა რეალურად ადამიანის უფლებები ფეხქვეშ ითელებოდა. ესეც სიმბოლურია – ეს ადამიანები ბიბლიოთეკაში ხსნიან შტაბს, ხოლო მათი პროპაგანდა ისევ იქნება ძალადობრივი და რევანშისტული”, – განაცხადა ოხანაშვილმა.

დღეს, საღამოს 17:30 საათზე საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში მიხეილ სააკაშვილის შტაბი გაიხსნება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები