ხულოს მუნიციპალიტეტის მერიაში შევხედრა გაიმართა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერმა მოადგილეებთან ერთად მერიაში გაფართოებული თათბირი გამართა.
თათბირს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, განყოფილების უფროსები და მერის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე განხილული იქნა მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა. ვახტანგ ბერიძემ სამსახურისა და განყოფილების უფროსებისაგან პირადად მოისმინა მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობა და დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიიღო.
როგორც აღინიშნა, მიმდინარე ეტაპისათვის 47 ღონისძიებაზე უკვე გამოცხადებულია ტენდერი და გამოვლენილია გამარჯვებული. შეხვედრაზე განხილული იქნა “სოფლის მხარდაჭერის პროგრამი“ს ფარგლებში ,სოფლებში ჩასატარებელი კრებების დროულად ორგანიზება და მოსახლეობის ინფორმირებულობა.