ამირან გამყრელიძე: უმაღლეს სასწავლებლებს მინდა ვთხოვო, სადაც შესაძლებელია, სასურველია კომუნიკაცია ონლაინ რეჟიმში გვქონდეს

უმაღლეს სასწავლებლებს მინდა ვთხოვო, სადაც შესაძლებელია სასურველია კომუნიკაცია ონლაინ რეჟიმში გვქონდეს,- ამის შესახებ “დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის” ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ კორონავირუსის პრევენციაზე საუბრისას განაცხადა.
“განსაკუთრებით უმაღლეს სასწავლებლებს მინდა ვთხოვო გავიზიაროთ ის საუკეთესო გამოცდილება რაც დღეს ჩინეთს და სხვა დიდ ქვეყნებს აქვთ. სწავლების, დიდი თავშეყრის, კონფერენციების, სხდომების ორგანიზება გადადის ონლაინ, ანუ ვირტუალურ რეჟიმში. შესაძლებელია გამოვიყენოთ ეს მეთოდები, ჩვენს ქვეყანაში მაღალი ტექნოლოგიები გვაძლევს ამის საშუალებას. განსაკუთრებით, უმაღლეს სასწავლებლებს ან სკოლებს, სადაც ეს შესაძლებელია ბავშვებთან კომუნიკაცია ონლაინ რეჟიმში გვქონდეს”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები