ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს

ხულოს მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სტუდენტებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაზე განათლებაზე, მის მნიშვნელობასა და ქვეყნის განვითარებაში ახალგაზრდების როლზე ისაუბრეს.

,,ჩვენ ადგილობრივი თვითმმართველობა მაქსიმალურს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ახალგაზრდებს, მომავალ თაობას, გქონდეთ განვითარების და კარიერული წინსვლის მეტი შანსი. მე მჯერა იმის, რომ თქვენ ახალგაზრდები ხართ ის ძალა, ვისთან ერთადაც შევძლებთ ძლიერი, განვითარებული და დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ქვეყანაში ცხოვრებას“, – აღნიშნა ვახტანგ ბერიძემ.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიების ფარგლებში, ხულოს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა, ინდივიდუალურმა შემსრულებლებმა და სტუდენტებმა სხვადასხვა მუსიკალური და საცეკვაო ნომრები წარადგინეს. აგრეთვე, წაიკითხეს მათი საყვარელი ლექსები.

შეხვედრა ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები