ბოლნისში თვითმმართველობამ ნაგავსაყრელის პრობლემის მოსაგვარებლად საკითხის შესწავლა დაიწყო

სოფელ ტალავერში არსებული ნაგავსაყრელის პრობლემის მოსაგვარებლად თვითმმართველობამ საკითხის შესწავლა დაიწყო.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი, პირველ მოადგილესთან ბუბა გობეჯიშვილთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სოფელ ტალავერში მდებარე ნაგავსაყრელზე არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნო.
სოფელში არსებული სტიქიური ნაგავსაყრელის პრობლემა მოსახლეობას წლებია აწუხებს. მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საკითხის შესწავლა დაიწყება და სიტუაციის გამოსასწორებლად შესაბამისი სამუშაოები დაიგეგმება.
„ნაგავსაყრელზე არსებული სიტუაციის გამოსასწორებლად ვგეგმავთ საკითხი დეტალურად შევისწავლოთ და ექსპერტებთან ერთად ქმედითი ნაბიჯები გადავდგათ. ნაგავსაყრელის მოწესრიგებით ტალავერის მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებულ პრობლემას მოვუგვარებთ “, – განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები