ალექსანდრე ხვთისიაშვილმა და კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა შეხვედრაზე კორონავირუსის შესახებ ინფორმაცია გაცვალეს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე ხვთისიაშვილმა საქართველოში კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებით რწმუნებულთან, დაესუ ჩანგთან შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მიზანს კორონავირუსის (COVID-19) შესახებ და ადგილზე არსებული მდგომარეობის თაობაზე ინფორმაციის გაცვლა წარმოადგენდა.

კორეის რესპუბლიკის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ქართულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია დღეს არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, კერძოდ, იმ ქალაქების და რეგიონების შესახებ, რომლებშიც ვირუსის ყველაზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება. აგრეთვე, განიხილეს ის ღონისძიებები, რომლებსაც კორეის რესპუბლიკის მთავრობა დაავადების შემდგომი გავრცელების შესაჩერებლად ატარებს.

მინისტრის მოადგილის მხრიდან, ელჩს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოში და მის სამეზობლოში არსებულ ვითარებაზე, ასევე იმ ქმედებებზე, რომელსაც საქართველოს მთავრობა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მზადყოფნის თვალსაზრისით ატარებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები