ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი: კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონა ვირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მისივე თქმით, მას გამოკვლევები ყოველდღიურად უკეთდება.
“სიტუაცია ჩვენს სტაციონარში სტაბილურია.
რაც შეეხება კორონა ვირუსით ინფიცირებული პიროვნების მდგომარეობას, დღესაც დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა არ აქვს. მას ყოველდღიურად უკეთდება ანალიზები და გამოკვლევები. გართულება ამ ეტაპზე არ არის”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.