ახალციხეს მოწვეული ექსპერტი სუზან ეითელი ესტუმრა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მხარდაჭერით, სამედიცინო რეაბილიტაციის ხუთწლიანი სტრატეგიული დოკუმენტის შემუშავებას იწყებს.
სტრატეგიული დოკუმენტის მომზადების ფარგლებში, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი ნინო ჯინჯოლავა და WHO-ის მოწვეული ექსპერტი, რეაბილიტოლოგი სუზან ეითელი ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს გურამ მელიქიძეს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებზე, სარეაბილიტაციო ცენტრებზე და მათი ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ აქტივობებზე ისაუბრეს.