ნათია თურნავა: ტყიბულის შატხში სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველა თანამშრომელი თავის ადგილს დაუბრუნდება

ტყიბულის შატხში სამუშაოების დასრულების შემდეგ ყველა თანამშრომელი თავის ადგილს დაუბრუნდება, იქამდე კი, ისინი სამუშაოს შეასრულებენ და ანაზღაურებას მიიღებენ, – ასე უპასუხა ეკონომიკის მინისტრმა, კითხვას რომელიც ბოლო დროს ტყიბულის შახტაში განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა.

როგორც ცნობილია, რამდენიმე დღის წინ მეშახტეებმა ტყიბულში საპროტესტო აქცია გამართეს და ეჭვი გამოთქვეს, რომ ხელმძღვანელობა კადრების შემცირებას გეგმავდა.

ნათია თურნავას თქმით, სამინისტროში დიდი ყურადღებით აკვირდებიან ტყიბულში მიმდინარე მოვლენებს და მეშახტეების შრომის უსაფრთხო პირობები მათთვის ერთერთი პრიორიტეტია. თურნავას განცხადებით, მნიშვნელოვანია ასევე ინვესტიციები, მოპოვების ზრდა და საწარმოს განვითარება.

„ზედამხედველობის სააგენტო ეტაპობრივად ამოწმებს შახტებს, მკაცრი მითითებებიც მისცა ინვესტორს და სწორედ ამით არის გამოწვეული ის, რომ მათ აუცილებლად უნდა განახორციელონ აუცილებელი სარემონტო სამუშაოები. ყველა აუცილებელი გარანტია გაცემულია, როგორც კი ეს სამუშაოები დასრულდება ყველა დაუბრუნდება ძველ სამუშაო ადგილს. ჩვენ ამას დავაკვირდებით“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები