მაია ცქიტიშვილი: კომერციული ინფრასტრუქტურის განვითარება არის აუცილებელი

0

ინფრასტრუქტურის განვითარება არის აუცილებელი, რაც ხელშესახები იქნება არა მარტო საერთაშორისო გადაზიდვების თვალსაზრისით, არამედ აისახება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ეკონომიკური კონფერენციაზე „საქართველო და მსოფლიო 2020“-ზე გამოსვლილსას განაცხადა.

ცქიტიშვილის თქმით, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა დარჩენილი და უცხოელ პარტნიორებთან ერთად, დაახლოებით 5 მლრდ დოლარის ინვესტიცია იგეგმება საერთაშორისო მაგისტრალების მშენებლობისთვის. მინისტრის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო კავშირებიც.
ჩვენი გეგმაა 2023 წლამდე ეტაპობრივად დასრულდეს ყველა ის საერთაშორისო მაგისტრალი რომელსაც ვაშენებთ. ამასთან, ის იყოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, უსაფრთხო და სწრაფი, რაც უზრუნველყოფს გამტარუნარიანობასაც სხვადასხვა მოცულობების ტვირთებისთვის“, – აღნიშნა ცქიტიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი